შოთა ხაბარელი საქნავთის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა – ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქნავთის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„მოხარული ვარ, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენს შეხვედრებზე. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, ამ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში 8 ოქტომბერს არ დავიზარებთ, ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები