1-2 ოქტომბერს კიევში რიგით მეხუთე „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება

1-2 ოქტომბერს კიევის ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგიას”, უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელის” და პიარ-სააგენტო “G.E.M.”-ის ორგანიზებით, ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში თეატრ “კოლესოს” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე სტუმრების წინაშე წარსდგებიან ქართველი და უკრაინელი არტისტები: ჯგუფი „სოლომია“, ანსამბლები „იბერიელი“ და „იბერია“, „ქართული ხმები“, შმაგი თაღიაშვილი, ბალეტი „Georgia”. ასევე გაიმართება საცეკვაო ფლეშმობი, რომელში მონაწილეობასაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ.
პარალელურად, ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმარეთება ქართველი მხატვრების მაკო ბათიაშვილის, ლევან მინდიაშვილის, ირაკლი ბუღიანის, ნიკა სანხაბერიძისა და მაია სუბმაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველივე დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ იქვე მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოში.
ორი დღის განმავლობაში, ბულგაკოვის სახლ-მუზეუმში სტუმრებს დიდი უკრაინელი მწერლის საქართველოსთან კავშირზე მოუთხრობენ.
მოგზაურობის მოყვარულებს, ქართული კურორტების შესახებ სასტუმრო „ვოზდვიჟენსკის“ ეზოში უამრავ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან, სადაც  საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება უამრავი მასტერკლასი, პერფორმანსი სიზმრების მუზეუმისგან.
ცნობისთვის, საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მეტად გარკვეულებს, შანსი ექნებათ, მოიგონ საგზური საქართველოში კომპანია „ილვი ტურისგან“, ან ბილეთი თბილისში, ფასდაკლებასთან ერთად ავიაკომპანია „Atlas Global“-ისგან.
ფესტივალი გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში 01.10 სთ-დან 02.10 სთ-ის ჩათვლით. პროგრამა 12:00-დან 19:00-მდე გაგრძელდება.

ღონისძიებების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები