თამარ ჟვანია: მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს ან ძალადობას

ადმინისტრაციასა და შსს-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის აუცილებელ პირობად თვლის. ჟვანიას განცხადებით მემორანდუმი ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
“ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შს სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე.
მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები