განათლების მინისტრი „აუდიტორია 115“-ზე: ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „აუდიტორია 115“-ის პროტესტს „ღია კარის მტვრევა“ უწოდა. ჯეჯელავას თქმით, პროტესტის რადიკალურ ფორმებს არ მიესალმება.
„ამაზე მეტი ავტონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარსს იზიარებს.
თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„აუდიტორია 115“ გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებს. მათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ახლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას გეგმავდნენ. აქციის მონაწილეებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი კვლავ არ ემსახურება მის ძირითად მიზანს. ისინი მიიჩნევენ, რომ თსუ-ში კვლავ გრძელდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები