ზაზა ხუციშვილი, ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის (03 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე და საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პენსიონერებისთვის დაგეგმილ “დაგროვების სისტემაზე” და სამუშაო ადგილების ზრდაზე, სტატისტიკა მოიშველია და ისაუბრა ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე.
ზაზა ხუციშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ მთავარი ძალაუფლება არჩევნების დღეს მათ ხელშია და მოუწოდა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები