საქართველოს პრეზიდენტი სერჟ სარგსიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილის მისალოც ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“თქვენო აღმატებულებავ, მინდა გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე. დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას სომეხი ხალხის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები