ბიძინა ივანიშვილი: ქვეყნის ეფექტურ მართვას კარგი ცოდნა და კარგი გამოცდილება სჭირდება

“აუცილებელია სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა, რათა ქვეყანა ეფექტურად ვმართოთ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო ” ქორთიარდ მარიოტში” განუცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეფექტურ მართვას კარგი ცოდნა და კარგი გამოცდილება სჭირდება.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია უკვე, ეს პროექტი მიმდინარეობს და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი ცოდნა, კარგი გამოცდილება. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კონფერენციას “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ესწრება. “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ასევე ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები