გელა სამხარაული ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფლების- ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა როგორც ქალაქ ახმეტის, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების პერსპექტივებზე. აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად, სახელმწიფომ ბევრ სფეროში ფინანსური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„დღეს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, უსახსრობის გამო, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაიზარდა ზოგადი განათლების დაფინანსება, პედაგოგთა ხელფასები, მოსწავლეები სარგებლობენ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით, უფასო ტრანსპორტით. უზრუნველყოფილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა განათლება; ყურადღება მიექცა შშმ პირთა სწავლებას. სრულად ფინანსდება პროფესიული განათლება სახელმწიფო სასწავლებლებში. ეს ის სპეციალობებია, რომელ სფეროშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ ადამიანების დასაქმება სახელმწიფოს დღესვე შეუძლია. ეს არის ჩვენი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პოლიტიკის შედეგების არასრული ჩამონათვალი, ამ ტიპის ცვლილებებსა და თითოეული თქვენგანის აქტივობაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ცხოვრების დონე. ჩვენ გვჭირდება პროგრესი, ამ პროგრესისთვისაა აუცილებელი მომდევნო 4 წელი, რომ განვამტკიცოთ უკვე მიღებული შედეგები. არ გვაქვს უფლება დავბრუნდეთ წარსულში“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ნებისმიერი საინტერესო ინიციატივა, მისი მხრიდან, მხარდაჭერილი და წახალისებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები