ირაკლი შიხიაშვილი ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ვარკეთილის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ირაკლი შიხიაშვილს არსებული პრობლემები გააცნო. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ მწვავე საკითხს ე.წ. “ხრუშჩოვკები” წარმოადგენს. დეპუტატობის კანდიდატმა ე.წ. “ხრუშჩოვკების” პრობლემის შესახებ დეტალურად ისაუბრა და მოსახლეობას მისი გადაჭრის გზები გააცნო. ირაკლი შიხიაშვილმა ყურადღება საზოგადოებაში არსებულ ნიჰილიზმზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა არჩევნის გაკეთება უნდა ისწავლონ.14315790_1542207425804918_232514534_o
“ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ არჩევნის გაკეთება და მერე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, როგორის ღირსიც ვიქნებით. დღეს, სამწუხაროდ, ან გულგრილად ვუყურებთ ამ პროცესს ან გვეშინია გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ ისე აღარ, მადლობა ღმერთს, როგორც გვეშინოდა იმ საშინელ პერიოდში”, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
ირაკლი შიხიაშვილმა ადგილობრივებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და რაც მთავარია, ნდობისთვის. გპირდებით ერთ რამეს: ვიცი, როგორ გავაკეთო საქმე და უკან არასოდეს დავიხევ”, – მიმართა მოსახლეობას შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები