ირაკლი მეზურნიშვილი: სწორედ ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ბავშვების ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მაკლეინის ასოციაციამ და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის, „მომავალის“ წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგის თემა იყო “ინკლუზიური განათლება” და „პრობლემური ქცევის მართვა“. მიზანი  – პედაგოგთა გადამზადება, რაც შემდგომში მათ ხელს შეუწყობს უკეთ განსაზღვრონ ბენეფიციართა სწავლის, ქცევის მართვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის სტრატეგიები. ”გავიცანი პატარები, რომლებიც განსაკუთრებული სითბოსა და სიყვარულის მატარებლები არიან. ყველა ბავშვი უნდა ცხოვრობდეს სრულფასოვნად, ამაში მათ საზოგადოებაში ინტეგრირება დაეხმარებათ. სწორედ ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ბავშვების ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში“,- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები