ვინ არის გოგონა, რომელმაც პრემიერს თვალი ჩაუკრა – ვიდეო

6 წლის მარიამ მარი, საზოგადოებამ ლისის ტბაზე, ქართველი ოლიმპიელების საზეიმო მიღების დროს გაიცნო. პატარა გოგონა ყველას იმ ერთი კადრით დაიმახსოვდა, სადაც მარიამი პრემიერ-მინისტრის გვერდით, სკამზე მოკალათდა და გიორგი კვირიკაშვილი გაიცნო. იმ საღამოს, მარიამმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის სკამი დროებით „მიისაკუთრა”. 26 აგვისტოს, საღამოს, ლისის ტბაზე მარიამი მშობლებთან ერთად სეირნობდა. მარიამის მამა- ნიკა მარი “კვირასთან“ იმ საღამოს იხსენებს.

14317536_514719598734228_3015036501159817851_n„ლისზე ვიყავით, ვსეირნობდით. მარიამმა მუსიკის ხმა გაიგო და ჩვენც იქით წავედით, საიდანაც ხმები მოდიოდა. მარიამი ოდნავ წინ იდგა. ორ სპორტსმენთან მივიდა. ერთ-ერთმა ოქროს მედალი აჩვენა და საუბრობდნენ. ჩვენ იქვე ახლოს ვიდექით. მერე, როდესაც სპორტსმენები სკამებზე გადანაწილდნენ, მარიც გაჰყვა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა. უცებ ჩემი შვილი თავისუფალ სკამზე, პრემიერ-მინისტრის გვერდით აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გიორგი კვირიკაშვილმა იკითხა, ვისთან ერთად იყო ბავშვი- მარიამი ჩემკენ გამოიქცა, ჩემი თავი გააცნო და ისევ უკან დაბრუნდა. უხერხულობას ვგრძნობდი, შვილთან რამდენჯერმე მივედი, რომ პრემიერი არ შეეწუხებინა, მაგრამ იმდენად კარგად გრძნობდა თავს, მთელი ღონისძიების განმავლობაში კვირიკაშვილის გვერდით იჯდა. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, პრემიერის დაცვას შენიშვნაც კი არ მოუცია ჩემთვის. ისეთი თბილი და სასიამოვნო გარემო იყო, რომ ის საღამო, ალბათ, დიდხანს და კარგად გვემახსოვრება. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კონცერტიც დაიწყო, ცოტა ხანს კიდევ დავრჩით. მარიამი ძალიან გაერთო და სახლში დავბრუნდით“, – იხსენებს მარიამის მამა.

IMG_9598მარიამი წელს სკოლაში პირველად მიდის, ის სწავლას ნიჭიერთა ათწლედში დაიწყებს. სამი წლიდან ხატავს. 6 წლის ასაკში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა უკვე ორჯერ მოაწყო. პარალელურად, თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მღერის. მარიამს სახლში მეგობარი კუ ჰყავს, რომელსაც თავისივე სახელი შეარქვა. მშობლებმა მას ეს სიურპრიზი დაბადების დღეზე გაუკეთეს.

როგორც მარიამი ამბობს, იგი კუს ყველაფერზე ესაუბრება. მარიამის დედა-ქეთევან მოდებაძე ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს, მამა კი, კინოპროდიუსერია. ნიკა მარი შვილს კომუნიკაბელურ და უპრობლემო ბავშვად ახასიათებს.

„ცოტა გურული ხასიათი აქვს – ხშირი შეკითხვები არ სიამოვნებს და ბრაზდება. ძალიან უშუალოა, შეუძლია უცნობ ადამიანთან მივიდეს, გაიცნოს და დიდი სითბოთი ჩაეხუტოს კიდეც. ხატავს ყველაფერს, მღერის და უყვარს ქვეწარმავლები“, – ამბობს ნიკა მარი.

იზა შაქარაშვილი
ანი ნიქაბაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები