ალექსანდრე ჯეჯელავა: მასწავლებლებს სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ

მასწავლებლებს სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებს.
”ნებისმიერი სისტემა, რომელსაც თავად თანამშრომლები – მასწავლებლები არ ეთანხმებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, მოტივაციას და დადებით ემოციას არ იწვევს ანუ უკეთესი სასწავლო პროცესის წარმართვას არ ემსახურება. არის ბევრი ”ჩაჭრილი” მასწავლებელი, ვერგადალახული ბარიერი და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ზოგი მასწავლებელი არის უფრო ძლიერი საგნის მიმართულებით, ზოგი არის უფრო ძლიერი პედაგოგიური უნარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება სქემა და ასეთი სქემა გვექნება, სადაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე ანუ მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა აქცენტი გააკეთოს საგნის ცოდნაზე, რა თქმა უნდა, საგნის მინიმალურ დონეზე ცოდნა აუცილებელია, თუმცა ასევე უნდა ჩაეთვალოს სხვა აქტივობები”, – აცხადებს განათლების მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები