ახალი პორტის და წყალტუბოს განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

   ჰოლანდიური საინჟინრო კომპანია Witteveen+Bos-ის წარმომადგენელი და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბაჩი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შავიზღვისპირა რეგიონში ახალი პორტის და წყალტუბოს კურორტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიების Oriental Consultants Company Limited და მისი პარტნიორი Padeco Co., Ltd. ამჟამად ახალი პორტის განსავითარებლად დეტალური კვლევას ამზადებენ.
„60 დღეში გვეცოდინება დეტალები, მათ შორის ახალი პორტის ადგილმდებარეობაც,“ -აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს წყალტუბოს, როგორც სამკურნალო კურორტის განვითარებაზეც. Witteveen+Bos-ის წარმომადგენლმა სლოტემა ვოუტერმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია კონსულტირებას უწევს და დიზაინის პროექტს უმზადებს პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება და გარემოს დაცვა.
საპარტნიორო ფონდის შესახებ სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები