5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას

5 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში შესაძლოა, მოსამზადებელი კლასი გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სასკოლო მზაობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სექტემბერი მოდის და ძალიან განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით, 5 წლის ბავშვები უნდა მივიღოთ თუ არა სკოლაში. რა თქმა უნდა, 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვის მშობელს ძალიან რთულია, აუხსნა და დაუსაბუთო, რომ მისი შვილი 14 სექტემბერს დაბადებულზე ნაკლებად მზად არის სასკოლო პროცესისთვის. თუმცა, ჩვენ ეს ვადა ნოემბერშიც რომ გადავწიოთ და 30 ნოემბერი გავხადოთ, შემდეგ დღეს დაბადებულები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან.
გრძელვადიან პერიოდში ამის პასუხი არის ალბათ რასაც საბჭოთა დროს „ნული კლასი„ ერქვა – მოსამზადებელი კლასი, ან უცხოურ სკოლებში ჰქვია “პრესქული”, ანუ წინასასკოლო მომზადება. ეს არის 5 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღისთვის დიდები არიან და სკოლისთვის პატარები. ჩვენ განვიხილავთ ამას აუცილებლად. მე იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ ისეთი გადაწყვეტილება გამოვნახოთ, (რა თქმა უნდა ეს წელს ვერ იქნება) რომელიც მშობლებსაც მისცემს საშუალებას, თავისი შვილები სასკოლო გარემოში შეიყვანონ და მეორე მხრივ, მასწავლებლებს თავისი საქმის გაკეთებაში ხელს არ შეუშლიან”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები