4 აპრილი

11:00
გაეროს ოფისში, გაეროს ეგიდით ელჩების გაფართოებულ შეხვედრაზე, პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სიტყვით გამოვა. მისამართი: ერისთავის 9. საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00 [divider] Insert you content here [/divider]
11:00
“შერატონში” დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის, “დასაქმების ფორუმი 2014” გაიმართება. [divider] Insert you content here [/divider]
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში ბრიფინგს გამართავს. თემა: უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საკითხი, მერობის კანდიდატები, ნატოს სამიტი, თათუხაშვილის საქმე. [divider] Insert you content here [/divider]
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსული სამხედრო პოსტები ზუგდიდი- თბილისის ტრასაზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობსადენის „ოკუპაცია“, რუსეთის მიერ BP-ის რეაქცია და არასაპარლამენტო პარტიების კონსულტაციები. [divider] Insert you content here [/divider]
11:00
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი პირადად შეამოწმებს. მისამართი: ქუთაისი, აბაშიძის ქ. №2. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფისი[divider] Insert you content here [/divider]

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება პარლამენტში, თათუხაშვილის საქმე, IRI-ის შედეგები, ნატოს სამიტი. [divider] Insert you content here [/divider]
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: „პირადი ახლობლობით მოგებული ტენდერები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს პროკურატურის დუმილი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების გამოძიებაზე“. [divider] Insert you content here [/divider]
12:00
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. [divider] Insert you content here [/divider]
12:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ფირმების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა ხდება რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე, მგზავრთა გადაყვანაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების კონკურსთან დაკავშირებით. მისამართი: ლუბლიანას ქ. №5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 44 07 05 [divider] Insert you content here [/divider]
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ტრანსპორტისა და მეგზევეების პროფკავშირირს პრეზიდენტი ლავრენტი ალანია რუსთავი-თბილისი სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.[divider] Insert you content here [/divider]

12:00
ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი კონსერვატორიის პროფესურასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, დაგეგმილი ტრენინგების შესახებ საქართველოს რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის. [divider] Insert you content here [/divider]
12:15
„რეპორტიორის“ პრესკლუბში რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: პასუხი კულტურის სამინისტროს, ალექსანდრე მარგიშვილსა და მანანა ბერიკაშვილს. [divider] Insert you content here [/divider]
12:30
„პირველ პრესკლუბში“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: როგორ მონაწილეობდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური პროკურატურის ოპერაციებში, „აფბა“ კონკრეტულ ფაქტებს და შესაბამის დამადასტურებელ მასალებს წარადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: შოთა გულბანი 571 055109, გიორგი კაპანაძე 571 871 781 [divider] Insert you content here [/divider]
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლექსო კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თეა წულუკიანის უწყება და მუშაობის შედეგები. [divider] Insert you content here [/divider]
13:00
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში, საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. თემა: “რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლებების შესახებ”. მისამართი: რუსთაველის გამზირი 26[divider] Insert you content here [/divider]

13:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესი გაიმართება. [divider] Insert you content here [/divider]
13:00
“პირველ პრესკლუბში” ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამართლიანობის აღდგენა ახალი ხელისუფლების პირობებში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22 [divider] Insert you content here [/divider]
13:00
ევროპის სახლში, ნატოს დაარსებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება: “დებატები ნატოს შესახებ” გაიმართება. მისამართი: შ. დადიანის №2, II სართ. [divider] Insert you content here [/divider]
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „სამოქალაქო ჩარტულობის“ ცენტრის წევრი ლაშა გიორგაძე და თიკო ნიბლოშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: თათუხაშვილის საქმე, იმუნიტეტი დეპუტატებს. [divider] Insert you content here [/divider]
13:00
საქართველოს საპატრიარქოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე თეოდორესა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: მიმართვა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრისგან.[divider] Insert you content here [/divider]

13:00
თელავის უნივერსიტეტში, სტუდენტები, ჟურნალისტები და გენდერის ექსპერტები დისკუსიას “ქალი პოლიტიკაში” გამართავენ. საკონტაქტო პირები: თამარ კაციტაძე 599 43 74 03; ნანა ქიბიშაური 599 65 88 55 [divider] Insert you content here [/divider]
13:30
“პირველ პრესკლუბში” “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22 [divider] Insert you content here [/divider]
13:30
“ლელოს” რედაქციაში, მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სპორტულ გაზეთ “ლელოს” 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლო 80 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები გამოვლინდებიან. მისამართი: იოსებიძის ქ. №49 საკონტაქტო ნომერი: 557 123 890 [divider] Insert you content here [/divider]
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში გელა სალუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქალთა უფლებების გაუმჯობესება. [divider] Insert you content here [/divider]
14:00
ტიფლის ბიზნეს თაუერის საკონფერენციო დარბაზში, სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით „მაიდანი-ყირიმი-საქართველო“ გაიმართება. მისამართი: აფაქიძის 11[divider] Insert you content here [/divider]

14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება პარლამენტში, მერობის კანდიდატები, დეპუტატის მანდატი, თათუხაშვილის საქმე. [divider] Insert you content here [/divider]
14:00
ვაკის პარკში, პარტიზანი მებაღეები და ცხოველთა უფლებების კომიტეტი, უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ღონისძიებას გამართავს. [divider] Insert you content here [/divider]
15:00
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრსა და საპატრიარქოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: გორგასლის ქ. №95 [divider] Insert you content here [/divider]
15:00
გაეროს სახლში სასწავლო კურსის “უსახლკარობა, სოციალური საცხოვრისი და სოციალური სამსახური” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ერისთავის ქ. №9 [divider] Insert you content here [/divider]
16:00
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორის რეუვენ ენოხის (რუბენ ენუქაშვილის) წიგნის The Passower Haggadah in Judeo-Georgian “პასხის ლეგენდის ტრადიციული ქართული თარგმანი ქართველ ებრაელთა წრეში” პრეზენტაცია გაიმართება.[divider] Insert you content here [/divider]

17:00
ხაიშის თემისა და სვანეთის განვითარების ფონდის ორგანიზებით, შეხვედრა სახელწოდებით “ხუდონჰესის პრობლემა – კულტურულ ჭრილში” გაიმართება. მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი [divider] Insert you content here [/divider]
17:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, სერგო კენჭაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ტრანსრეალიზმი” გაიმართება. მისამართი: სიონის ქ. №8 [divider] Insert you content here [/divider]
17:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველი იუნკერის, პოლონეთის არმიის მაიორის, ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი საღამო “საუბრები ისტორიაზე” გაიმართება. თსუ-ის I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი. [divider] Insert you content here [/divider]
18:30
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის “გზაზე” პრემიერა გაიმართება. [divider] Insert you content here [/divider]
19:00
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები