თეა წულუკიანი: თავდაცვის მინისტრს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა ექნება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თავდაცვის ახალ მინისტრს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა ექნება.
ამის შესახებ მან ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
„თავდაცვის მინისტრს ექნება იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა, რათა თავდაცვის სამინისტროს და თითოეული ჯარისკაცის გამარჯვება და წარმატება იყოს ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის გამარჯვება, რომლის ფარგლებშიც უნდა ვაწარმოოთ გონივრული პოლიტიკა, როგორც თავად მინისტრმაც თქვა, ჯანსაღი აზრის პოლიტიკა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები