“იზორიას მიმართ „რესპულიკელების“ განცხადებები ამ პარტიის ისედაც შელახულ ავტორიტეტს ჩრდილს მიაყენებს”

საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელი გია ვოლსკი „რესპუბლიკელებს“ პასუხობს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებებს სხვა ღირებული საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს მიაყენოს ჩრდილი.
გია ვოლსკის ეს განცხადება, „რესპუბლიკელების“ მიერ თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის კრიტიკას მოჰყვა.
როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გამოთქმული კრიტიკა იმდენად უსუსურია, რომ პასუხის გაცემაც არ არის საჭირო.
„იმდენად უსუსური კრიტიკაა, რომ არც მინდოდა პასუხის გაცემა. აღარ მოვიყვან მაგალითს, რომ რეიგანი დაზვერვიდან იყო და ამერიკის პრეზიდენტი გახდა. ჯერ ერთი, ლევან იზორია სუს-ის ოფიცერი არ ყოფილა, სამოქალაქო პირი იყო ყოველთვის, რეფორმები განახორციელა, პროფესორია, არის ადამიანი, რომელიც თავისი ინტელექტუალური რესურსით, საორგანიზაციო-პოლიტიკური, საერთაშორისო საკითხების ცოდნით, საკმაოდ კარგად შეესატყვისება ამ თანამდებობას, რომელიც არის პოლიტიკური თანამდებობა. ეს განცხადებები არათუ საფუძველს მოკლებულია, არამედ არაპროფესიონალიზმის სუნი ასდის. თუკი პოლიტიკურ რეალობასთანაა დაკავშირებული, მაშინ მხოლოდ ჩრდილს თუ მიაყენებს „რესპუბლიკური პარტიის“ ისედაც შელახულ ავტორიტეტს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები