ირაკლი შოთაძე: იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა არა აქვს

მიუხედავად იმისა, რომ “ინტერპოლმა” წითელი საერთაშორისო ცირკულარიდან მოხსნა ბრალდებული იგორ გიორგაძე, მას შესაძლებლობა არა აქვს საქართველოში დაბრუნების, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის დროში” განაცხადა.
მისივე თქმით, “ინტერპოლმა” გიორგაძის ძებნიდან მოხსნის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო.
“მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა წითელი საერთაშორისო ცირკულარიდან მოხსნა ბრალდებული იგორ გიორგაძე, მას შესაძლებლობა არა აქვს საქართველოში დაბრუნების, ვინაიდან, იგი რჩება ადგილობრივ ძებნაზე და დაბრუნების შემთხვევაში მოხდება მისი დაკავება ძებნილის სახით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ჩვენთვის ეს ფაქტი საკმაოდ გასაკვირი იყო იმიტომ, რომ ინტერპოლმა ეს პროცედურა განახორციელა ცალმხრივად, ჩვენი შეტყობინების გარეშე, შესაბამისი მასალების და მტკიცებულების  მიღების გარეშე, რაც არის სამწუხარო ფაქტი და ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში 2015 წლიდან მოყოლებული დაამკვიდრა ინტერპოლმა და ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე ბევრი ადამიანი, ბევრი ძებნილი და არა მარტო საქართველოს ძებნილი, საუბარია ასეულობით საერთაშორისო ძებნილზე მოხსნილი იქნა საერთაშორისო ძებნიდან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები