ეკა ბესელია: პარტიების რეიტინგებზე NDI-ის კვლევებით ვერ ვიმსჯელებთ

პარტიების რეიტინგებზე NDI-ის კვლევებით ვერ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ასეთი კვლევების მიმართ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 70 პროცენტი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რაც კარგი მაჩვენებელია.
„მე მივაქცევდი ყურადღებას იმას, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ეს კარგი მაჩვენებელია. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით არის 60%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნებზე მოხდება. შესაბამისად პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ეს არის ფრთხილი ამომრჩეველის კატეგორია, მე ვფიქრობ, საბოლოოდ როცა გაანალიზდება რეალობა,” ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს”, – განაცხადა ბესელიამ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები