პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობარი ადვოკატთან ერთად მივიდა

მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას დაიკითხვა მიმდინარეობს. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად გამოცხადდა.
დაიკითხვამდე არცერთ მათგანს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კაჭარავას გამოკითხვა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იგეგმება. ის უწყებაში გუშინ იყო დაბარებული და გამოცხადდა კიდეც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოკითხვა ვერ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, ასევე მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები