დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ხაბელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა. სასამართლო პროცესზე გიორგი ხაბელაშვილმა ჩვენების მიცემის პროცესში პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დაკავებისას, ასევე სამმართველოში, მუდმივად ხდებოდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები