პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის მეუღლის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. საგამოძიებო უწყებაში მინდია გოგოჭური ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
გოგოჭურის ნაცვლად, დაკითხვის ირგვლივ ჟურნალისტებთან ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ისაუბრა. ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცავებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გასულ თვეში უფლებამოსილებას გადააჭარბეს. მისივე განმარტებით, გოგოჭურს ადვოკატთან დაკავშირების უფლებაც არ მისცეს.
საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ერთი თვის წინ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები