გულიკო ზუმბაძე მოუწოდებს „ხუროს“, დაფაროს დაქირავებული მუშახელის სახელფასო დავალიანება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მოუწოდებს კომპანია „ხუროს,“ დასაქმებულ პირთათვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდა და მათთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმება უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე დაახლოებით 20 ადამიანისთვის დამქირავებელს ოთხი თვის განმავლობაში შრომითი ანაზღაურება არ გადაუხდია, რის გამოც ისინი მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, არცერთ დასაქმებულ პირთან ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. „შრომითი ხელშეკრულების გარეშე საქმიანობა დამქირავებელი კომპანიის მხრიდან გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს. მოვუწოდებთ კომპანიას, დასაქმებულ პირთათვის კუთვნილი ანაზღაურების გადახდა და მათთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმება უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს’’,-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები