იაპონიაში შშმ პირების პანსიონატზე თავდასხმის დროს 19 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა

სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა იაპონიაში შშმ პირების პანსიონატზე დანით შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ინციდენტი კანაგავის პრეფექტურის ქალაქ საგამიხარაში მოხდა. თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედი თვითონ ჩაბარდა პოლიციას. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა, რომელიც იაპონიაში ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები