კოლუმბიაში „ზიკას“ ვირუსის ეპიდემია დასრულდა

კოლუმბიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსის ეპიდემია დასრულდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა 600-ზე ნაკლები გახდა. საფრთხის კლების მიუხედავად, კოლუმბიის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას, პირველ რიგში, ორსულ ქალებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან დაინფიცირების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. გასული წლის სექტემბრიდან კოლუმბიაში დაინფიცირების 100 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები