სამართალდამცველები ერევნის პოლიციის შენობაში შეჭრილ პირებს დანებებას სთავაზობენ

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილ შეიარაღებულ პირებს, სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, დანებება შესთავაზა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„დრო ცოტა გაქვთ, მაგრამ ის ჯერ არის“, – აღნიშნულია ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30-მდე შეიარაღებული პირი ერევნის პოლიციის განყოფილებაში 17 ივლისს შეიჭრა. მათ მძევლები აიყვანეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. თავდამსხმელებმა ოპოზიციური მოძრაობის – „დამფუძნებელი პარლამენტის“ წარმომადგენლის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები