ჩინეთში გადამდგარ გენერალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გადამდგარ ჩინელ გენერალს, გო ბოსიუნს სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 74 წლის გენერალი კორუფციაშია ბრალდებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას წოდება ჩამოერთვა, ხოლო საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა. 2002-2012 წლებში გო ბოსიუნი ჩინეთის მთავარი სამხედრო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები