„თურქეთის ავიახაზებმა“ გიულენთან კავშირის გამო 211 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა“ სამსახურიდან 211 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის მიზეზი ისლამის მქადაგებელთან და ოპოზიციონერთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი გახდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ავიაკომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამშრომლებთან კონტრაქტების გაწყვეტის მიზეზი „ოპერატიული აუცილებლობა“, „არაეფექტური მუშაობა“ და „იმ მოძრაობასთან კავშირი “ გახდა, რომელსაც გიულენი უდგას სათავეში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის კომპანიის უფროსის მოადგილე გახდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირისთვის თურქეთში უკვე 60 ათასი პირია ეჭვმიტანილი, რომელთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი სამსახურიდან გათავისუფლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები