მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან სროლის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მოზარდია

მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 22 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მოზარდია. ყველაზე ახალგაზრდა 14 წლის იყო. ამის შესახებ გერმანიის პოლიცია იუწყება.
სროლის შედეგად 30 ადამიანი დაიჭრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა, 18 წლის ალი დავის სონბოლიმ ფეისბუქში ყალბი გვერდი შექმნა და იქ დაწერა, რომ „მაკდონალდსის“ ერთ-ერთ ფილიალში უფასო საჭმელს დაარიგებდნენ, რათა თავდასხმის ადგილას რაც შეიძლება მეტი ხალხი მისულიყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა დაღუპული მიუნხენის მკვიდრი იყო, მათი უმეტესობა ეროვნებით გერმანელი არ ყოფილა.
13819817_10206445767734615_1833901899_n 13816992_10206445767774616_1285430815_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები