თურქეთში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მარდინის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, გზის პირად ნაღმი იყო დამონტაჟებული.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების მომენტში პოლიციელები დაჯავშნილი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
ცნობისთვის, 2015 წლის ივლისის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებსა“ და თურქეთის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები