გერმანიაში ხანჯლით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორსული ქალი მოკლა და ხუთი ადამიანი დაჭრა

ხანჯლით შეიარაღებული სირიელი ლტოლვილი გერმანიის ქალაქ როიტლინგენში ორსულ ქალს თავს დაესხა და მოკლა. თავდასხმის დროს კიდევ ხუთი ადამიანი დაიჭრა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის სირიელი იყო. ის ავტოსადგურთან ახლოს 45 წლის პოლონელ ქალს თავს დაესხა და ის მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ოთხი თვის ორსული იყო. თავდამსხმელის ნაცნობების ინფორმაციით, მისი სახელია მუჰამედი და ის სირიიდან გერმანიაში წელიწადნახევრის წინ ჩავიდა.
13816879_10206445239801417_709165010_n 13817312_10206445239841418_674654887_n 13820881_10206445240241428_939461132_n 13840558_10206445240281429_978276042_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები