ავსტრალიის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ოკეანეში იყო. თავდაპირველად ცუნამის განგაში გამოცხადდა, მაგრამ მოგვიანებით ის გაუქმდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში ერთი თვის წინ 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები