რომან მარსაგიშვილი: ეზოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ნაციონალებმა“ ჩამიდეს

პარლამენტის ყოფილი წევრის, 2008-2012 წლებში ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, რომან მარსაგიშვილის სახლში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება – ტროტილი აღმოჩნდა.
როგორც „კვირას“ რომან მარსაგიშვილმა განუცხადა, მან ასაფეთქებელი ნივთიერება დღეს საკუთარ ბაღში სამუშაოების შესრულების დროს შენიშნა.
„დღეს დილით ცელით ბალახს ვთიბავდი. შევნიშნე, რაღაც შეკრული პრიალებდა. საეჭვოდ მივიჩნიე. დავაკვირდი და საიზოლაციო ლენტით შეკრული 20 ცალი მილაკი ვიპოვე. თუმცა, არ მგონია, ეს ახლა დადო ვინმემ. რატომღაც, მგონია, ეს წლების წინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიპირისპირდებოდა, მაშინ ვიღაცამ დადო ალბათ. 2012 წლის იანვრიდან, როდესაც პოლიტიკური აქტიურობა დავიწყე, მაშინ დამიდო ვინმემ. მაშინ სისტემა მებრძოდა, ჯერ ჩემი შვილი დაიჭირეს, მერე საპროცესო შეთანხმებით 10 ათასი ლარი გადავიხადე და გამოუშვეს. როგორც კი პოლიტიკურად აქტიურობა დავიწყე, ნაცებმა ჩემს წინააღმდეგ „ომი“ წამოიწყეს“, – აცხადებს რომან მარსაგიშვილი.
მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს მიაწოდა, რაც განმაღმველებმა უკვე წაიღეს.
„კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, რომ რომან მარსაგიშვილის ბაღში აღმოჩენილი საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობაა. მათი განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ყოფილი დეპუტატის ბაღში. საქმე სსკ-ის 236 -ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები