თურქეთში სტამბოლის უნივერსიტეტის 31 მეცნიერი მუშაკი დააკავეს

სტამბოლის უნივერსიტეტის 31 მეცნიერი მუშაკი დააკავეს თურქეთში. ისინი ფეთჰულაჰ გიულენთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
დაკავებები სტამბოლსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩატარდა. თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკის დროს ამერიკული დოლარები აღმოაჩნდათ, რომლებიც მათ ფეთჰულაჰ გიულენისგან აქვთ მიღებული. გამოძიების ინფორმაციით, ყველა დაკავებული “ფეთჰულაჰის ტერორისტულ დაჯგუფებას” – FETO-ს ეკუთვნოდა.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 246 ადამიანი დაიღუპა და 2100 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები