ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი პირები ხელისუფლებისგან საკვებს და ელექტროენერგიის აღდგენას ითხოვენ

ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი პირები ხელისუფლებისგან საკვებს და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვენ.
როგორც შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენელმა ალეკ ენიგომშიანმა განაცხადა, თუ ეს საკითხი საღამომდე არ მოგვარდება, თავდამსხმელები შემდგომ მოქმედებაზე ჩამოყალიბდებიან.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის განყოფილებაში შეჭრილმა პირებმა შაბათს ყველა მძევალი გაათავისუფლეს. მანამდე ერევნის პოლიციამ მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციის განყოფილებაში 30-მდე პირია შეჭრილი. პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ. ასევე ისინი ითხოვენ რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის ციხიდან გათავისუფლებას. ის იარაღის უკანონო შეძენაში და შენახვაშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები