შპს „დიდუბის“ დირექტორი ბაზრობის მოვაჭრეებთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო დააკავეს

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს „დიდუბის“ დირექტორს, ტრისტან დვალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა ტრისტან დვალი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შპს „დიდუბის“ დირექტორი ტრისტან დვალი ადმინისტრაციული კოდექსის 166 -ე მუხლით დააკავეს. დაკავებამდე ტრისტან დვალმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება კი ტრისტან დვალის გამოჩენამ გამოწივია, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურში იყო დაბარებული.
გარემოვაჭრეებმა მას კიდევ ერთხელ მიმართეს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე აშენებული კედელი გაეუქმებინა და მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რასაც კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისათვის უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართება, სადაც ტრისტან დვალის პროცესი უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები თბილისის მერს მიმართავენ, დაინტერესდეს მათი პრობლემით და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში ღობე მოიხსნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები