სამი დაღუპული უკრაინელი სამხედრო – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი შეტაკებების შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. „გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში ანდრეი ლისენკომ.
„უნიანის“ ცნობით, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი 58-ჯერ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები