ჩავუშოღლუ – ევროკავშირის პოზიცია, თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, არის შანტაჟი

ევროკავშირს არა აქვს უფლება, სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ანკარას მითითებები მისცეს, ეს შანტაჟია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ევროკავშირი თურქეთს არ უნდა დაემუქროს. ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვიცავთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
„ევროპის ოფიციალური პირები ხშირად გამოთქვამენ თავის მოსაზრებებს, მაგრამ როდესაც ამას მუქარის სახე აქვს, ეს ძალზე კონტრპროდუქტიულია“, – განუცხადა ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია Habertürk-ს.
შეგახსენებთ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთთან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას შეაჩერებს, თუ ანკარა ქვეყანაში სიკვდილით დასჯას აღადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები