ყოფილი პოლიციელი გოგა სამუშია 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ყოფილი პოლიციელი გოგა სამუშია, რომელსაც მოქალაქე ელბერტ კობახიძის წამება ბრალდებოდა, 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. ამასთანავე, დღესვე, პროცესზე მოწმე გიორგი ჩიკვატია დაიკითხა, რომელიც ელბერტ კობახიძის წამების მოწმეა. მან კობახიძის წამებაში ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მეგის ქარდავა დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ კობახიძის წამების საქმეზე ბრალდებულები არიან: რომან შამათავა, გოგა სამუშია, გიორგი კალანდაძე, დათა ახალაია. პროკურატურის საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები