სტამბოლში სამხედრო კოლეჯის 40 თანამშრომელი დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამხედრო კოლეჯის 40 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამ პირთა ნაწილი კოლეჯის ტერიტორიიდან, ნაწილი კი სახლებიდან აიყვანეს.მათ საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკაც ჩატარდა. მთლიანად სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობისთვის თურქეთში 13 ათასზე მეტი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები