ერაყში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ხალისში მომხდარ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ხალისი ბაღდადიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები