თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ სამხედრო ამბოხების შემდეგ 42 ჟურნალისტის დაკავების ბრძანება გასცა. ამჟამად ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების ძიების და დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ეს პირები ისლამის მქადაქებელთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ძირითადი ეჭვმიტანილია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15-16 ივლისს ღამით მოხდა. შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები