იუნკერი – თურქეთის მიერ სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში, მას ევროკავშირში გზა ჩაეკეტება

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ბრიუსელი ანკარასთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებას შეწყვეტს, თუ თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯას აღადგენს.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა სამხედრო ამბოხების მონაწილეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენა არ გამორიცხეს. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის პოზიციაზე დამოკიდებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. დაიღუპა 246 ადამიანი და 2 ათასზე მეტი დაიჭრა. თურქმა სამართალდამცველებმა 13 ათასზე მეტი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები