Amnesty International – სამხედრო გადატრიალების მონაწილე 10 ათასი თურქი სამხედრო სასტიკად არის ნაწამები

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო დაკავებული ათი ათასი თურქი სამხედრო სასტიკად არის ნაწამები. ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ი წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებს არაოფიციალურ ცენტრებში აშიმშილებდნენ, აუპატიურებდნენ და სასტიკად სცემდნენ.
უფლებადამცველების განცხადებით, მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომ პოლიცია დაკავებულებს სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნება და მათ სასტიკად სცემენ.
„დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობა ყოვლად დაუშვებელია, ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თუ გავითვალისწინებთ დაკავების მასშტაბს, ეს ძალზე შემაშფოთებელია“, – განაცხადა Amnesty International-ის ევროპის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა ჯონ დალხიზენმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის 15 ივლისის სამხედრო ამბოხებას 246 ადამიანი ემსხვერპლა, 2 185 კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები