თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული ყველა კომპანიის დახურვას გეგმავენ

თურქეთში ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებულ ყველა კომპანიას დახურავენ. როგორც თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ბიულენ ტიუფენკჯლიმ განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ყველა სპონსორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
Hurriyet-ის ინფორმაციით, „კომპანიები ან დაიხურება, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება ისლამის მქადაგებელს, აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები