ხაკასიის რესპუბლიკაში ციხის ბუნტი ჩაახშეს

რუსეთის ფედერაციის ხაკასიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ აბაკანის ციხეში მომხდარი ბუნტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ბუნტი, რომელშიც 240 პატიმარი მონაწილეობდა, კვირას საღამოს დაიწყო. მისი ჩახშობა ორშაბათს დილით გახდა შესაძლებელი. ამისთვის სპეცრაზმის გამოძახებაც გახდა საჭირო. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები