გერმანიის შსს – ანბახში აფეთქება სირიელმა ლტოლვილმა მოაწყო

ქალაქ ანბახში აფეთქება 27 წლის სირიელმა მოაწყო, რომელსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი უთხრეს. ამის შესახებ გერმანიის შსს იუწყება.
თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა სირიელი დაიღუპა, ხოლო 12 ადამიანი დაიჭრა. ბავარიის შს მინისტრის, იოახიმ ხერმანის ინფორმაციით, ლტოლვილს, რომლის ვინაობა არ სახელდება, ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. მინისტრის ინფორმაციით, მამაკაცი გერმანიაში ორი წლის წინ ჩავიდა. ამავე ინფორმაციით, ის ორჯერ თვითმკვლელობას ცდილობდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი ისლამისტურ დაჯგუფებებთან იყოს დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები