ლევან ვარშალომიძეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ელოდებიან

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, აჭარაში “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერი, ლევან ვარშალომიძე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უნდა გამოცხადდეს.
საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაინტერესდეს ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში. ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში 12.00 საათზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები