მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გერმანიაში 16 წლის ავღანელი დააკავეს, რომელიც შესაძლოა, მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 22 ივლისს მომხდარ თავდასხმასთან იყოს დაკავშირებული. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულმა იცოდა 18 წლის ალი დევიდ სანბოლის გეგმების შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან“ 22 ივლისს მოხდა. დაიღუპა 9 და დაიჭრა 16 ადამიანი. თავდამსხმელის, 18 წლის ალი დავიდ სონბოლის ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით თავდასხმის ადგილიდან ერთ კილომეტრში აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები