ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის, ხეივნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაონის II რიგის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები